
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა იუწყება, რომ ზოგიერთი მედია საშუალება 22 ივლისს სიახლედ წარმოდგენილ პუბლიკაციას მოიხსენიებს, რაც სინამდვილეში ჰიბრიდული ომისა და მანიპულაციური პროპაგანდის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. ეს დეზინფორმაციული მასალა გამოქვეყნდა საეჭვო წარმოშობის ვებსაიტზე, სახელწოდებით Periodista Digital, რომელიც არაერთხელ აღმოჩნდა კრიტიკის ცენტრში ყალბი პირების გამოყენების, მანიპულაციური ხასიათისა და დაუსაბუთებელი მასალების გავრცელების პლატფორმის წარმოდგენის გამო. „აღნიშნულ სტატიას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. სომხეთის რესპუბლიკის პოზიციები რეგიონული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვასთან დაკავშირებით ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტში „მშვიდობის გზაჯვარედინი“. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ საკითხს ვრცლად შეეხო მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დამატებითი განმარტებები ასევე გააკეთა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნ. ბაღდასარიანმა 21 ივლისს Armenpress-თან ინტერვიუში. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულის შინაარსს, არ შეიძლება შეესაბამებოდეს რეალობას.
მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებრივ წრეებს, თავი შეიკავონ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებისგან და გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური და სანდო წყაროები“, – ნათქვამია განცხადებაში.







