
ეროვნული კრების ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატი, არსენ თოროსიანი, მიიჩნევს, რომ „რუსული აგენტურა დაფრთხა“.
„სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, უკვე რამდენიმე წელია, „9 ნოემბრის“ განცხადებას იშველიებს და პირიდან დუჟი სდის, ტან ამტკიცებს, რომ „რუსული დერეფნის“ უზრუნველყოფა გარდაუვალია და რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი.
რა თქმა უნდა, ბოლო 4 წელმა დაამტკიცა, რომ ჩვენი გაცხადებული პრინციპებიდან ერთ ნაბიჯსაც არ დავიხევთ. ეს პრინციპებია ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია და ორმხრივობა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან შეიძლება ეს პრინციპები „დაირღვეს“.
ახლა მთელი რუსული აგენტურა „ამერიკული დერეფნის“ წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩაბმული. ისინი უკვე აღარ ამბობენ, რომ ის მალე უნდა გაიხსნას, თორემ კატასტროფა მოხდებაო, რადგანაც მათი თქმით, ის, ვინც დერეფანს აიღებს, რუსეთი კია არა შეერთებული შტატებია.
ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, სინამდვილეში თუ ვის სურდა ექსტრატერიტორიული დერეფნის გადაცემა და ვინ არიან ისინი, ვისაც ეს სურდა.
რუსულ აგენტურას სურს სომხეთის ტერიტორიიდან რუსეთისთვის დერეფნის მიცემა, ხოლო ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს ყველა გზის გახსნა ზემოთ ხსენებული 4 პრინციპის ფარგლებში. ეს არის ჩვენს შორის განსხვავება“, – წერს თოროსიანი.







