მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი წარუდგინა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ტრიპოდის შეხვდა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გააქტიურების მზაობას.

„სრ სს მინისტრის მოადგილემ თანამოსაუბრეს გააცნო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების მიმდინარე პროცესი, სამხრეთ კავკასიაში სომხეთის გარშემო არსებული ვითარება და სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ცნობილია, რომ თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობასა და სომხეთსა და იტალიას შორის მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button