მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მე-6000 პატრულირება ჩაატარა

სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე მე-6000 პატრულირება ჩაატარა.

Armenpress-ის ცნობით, მისიამ ამის შესახებ X-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მე-6000 პატრულირების დასრულებით მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ეს მიღწევა ასახავს ჩვენს მუდმივ და ურყევ ერთგულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ.

ჩვენ კვლავ მტკიცედ ვართ ერთგულნი სომხეთში ადგილობრივ თემებთან თანამშრომლობის“, – ნათქვამია მისიის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button