მთავარიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრეზიდენტთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰან ხაჩატურიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესები.

„აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამით უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა.

ნახეთ მეტი
Back to top button