საზოგადოება

ლაშა ტალახაძე სომხეთში  ჯენიფერ  ლოპესის კონცერტს დაესწრო  

ძალოსნობის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, შვიდგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე ერევანს ეწვია. ის და მისი მეუღლე ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე ჯენიფერ ლოპესის კონცერტს დაესწრნენ.

ტალახაძეს მსოფლიო ჩემპიონმა ვარაზდატ ლალაიანმა და ბაჰრეინის წარმომადგენელმა ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა გორ მინასიანმა უმასპინძლეს.

ტალახაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და სომეხ მეგობრებს თბილი სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button