
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 7-8 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
Armenpress-ის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი იუწყება, რომ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპთან გამართავს ორმხრივ შეხვედრას, სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, ასევე დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.







