კულტურა
ფილმი „მზის ამოსვლა სომხეთში“ Paramount Pictures-ის საერთაშორისო სატელევიზიო პროგრამებშია წარმოდგენილი

სომხეთის ტურიზმის კომიტეტი იუწყება, რომ BBC-ის მიერ გადაღებული ფილმი „მზის ამოსვლა სომხეთში“ Paramount Pictures-ის საერთაშორისო სატელევიზიო პროგრამებშია წარმოდგენილი.
ფილმი, რომელიც სომხეთის ბუნებაზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და თავისებურებებზე მოგვითხრობს, მაღალი მაყურებლის მქონე პროგრამებს შორის გავიდა ეთერში და 98.5%-იანი მაყურებლის მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს აღემატება.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სომხეთის ტურიზმის ცნობადობის გაზრდას და სექტორის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – ნათქვამია ტურიზმის კომიტეტის განცხადებაში.







