პოლიტიკა

ხვალ ისტორიული მოვლენა მოხდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. სააკაშვილი

ხვალ ვაშინგტონში ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა მოხდება – სომხეთი და აზერბაიჯანი დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მოახლოებული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„ალიევი და ფაშინიანი დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის ჩარევამ დააჩქარა. დღევანდელი დღე მსოფლიო ისტორიაში კავკასიის რუსეთის კლანჭებისგან განთავისუფლების თარიღად დარჩება.

რუსეთი უკვე ოფიციალურად კარგავს დომინირებას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან ორში  და ინარჩუნებს კონტროლს საქართველოზე“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button