ბაქო ნოემბერში ევროპის რაბინულ კონფერენციას უმასპინძლებს: აზერბაიჯანის აბრაამის შეთანხმებებთან შეერთების საკითხი განიხილება

ვესტი.კო.ილ-ის ცნობით, 4-6 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში ევროპელი რაბინების წარმომადგენლობითი კონფერენცია გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულია, რომ ევროპის რაბინული კონფერენციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად გაიმართება მუსლიმურ ქვეყანაში.
განხილული იქნება აბრაამის შეთანხმებების გაფართოება, აზერბაიჯანის შესაძლო მონაწილეობით. მოსალოდნელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მონაწილეობაც.
ბაქოში წინა კონფერენცია 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის გამო გაუქმდა.
ცოტა ხნის წინ, Reuters-მა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან განიხილავს აბრაამის შეთანხმებებთან მათი შეერთების საკითხს.
თუმცა, ამისთვის აშშ აზერბაიჯანს პირობას უყენებს, კერძოდ, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოითხოვს. მედიასაშუალებამ აღნიშნა, რომ საკითხი განიხილეს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის, მარტში ბაქოში ვიზიტის დროს.
უნდა დავამატოთ, რომ აბრაამის შეთანხმებები არაბეთ-ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ორმხრივი შეთანხმებებია, რომლებსაც ხელი მოაწერეს ისრაელმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ისრაელმა და ბაჰრეინმა 2020 წლის 15 სექტემბერს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს.
წყარო: © factor.am







