მთავარიპოლიტიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 11 აგვისტოს გამოქვეყნდება.

„Armenpress“-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერების თანდასწრებით, პარაფირება გაუკეთეს შეთანხმებას „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმების პარაფირებული ტექსტი ორშაბათს, 11 აგვისტოს, საღამოს გამოქვეყნდება.

მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ მიმართვას ეუთოსადმი ეუთოს მინსკის ჯგუფის პროცესებისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრმა მირზოიანმა X პლატფორმაზე თავის პოსტში აღნიშნა:

„ეს მშვიდობისთვის ნამდვილად ისტორიული მომენტია. მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა სომხეთის რესპუბლიკისთვის, რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.“ დღეს ჩვენ ასევე ვაცხადებთ უფრო ძლიერ ურთიერთდაკავშირებულობას, კეთილდღეობას და ჩვენი თაობებისთვის უფრო ნათელ მომავალს.“

ნახეთ მეტი
Back to top button