პოლიტიკა
ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი პატიმრების გათავისუფლებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის ციხეებში დაკავებული 23 სომეხი პატიმრის გათავისუფლებას. Armenpress-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ეს თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა. „23 ქრისტიანზე საუბრობთ? მე მას (რედ. ალბათ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გულისხმობს) ვთხოვ ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ისინი ამას ჩემთვის გააკეთებენ. ეს მნიშვნელოვანია, არა?“ – თქვა ტრამპმა.
გავიხსენოთ, რომ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყველა შეხვედრაზე უმაღლეს დონეზე აყენებს აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი პატიმრების საკითხს.
გავიხსენოთ, რომ აზერბაიჯანი ოფიციალურად ადასტურებს 23 სომეხი პატიმრის ყოფნას.







