საერთაშორისო

სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები „Eagle Partner-2025“ დაიწყო

12 აგვისტოს, სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების „Eagle Partner-2025“ დაწყება გამოცხადდა.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ ასრიანი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში კრისტინა ქუინი, მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და სტუმრები.

ღონისძიების დროს შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები, ასევე „Eagle Partner“ სამხედრო წვრთნების ჰიმნი. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მიესალმნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ედვარდ ასრიანი და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში კრისტინა ქუინი. გახსნის ცერემონია საზეიმო მსვლელობით დასრულდა.

ნახეთ მეტი
Back to top button