ეკონომიკა

გიუმრის „შირაკის“ აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები იგეგმება

გიუმრის „შირაკის“ აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები იგეგმება. როგორც armenpress-ი იტყობინება, ამის შესახებ შირაკის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა.

„ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება ავიაკომპანიასთან და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, სავარაუდოდ, ახალი მიმართულებით – ევროპის მიმართულებით – ფრენები დაიწყება, რაც ქალაქისა და რეგიონისთვის დამატებით ნაკადს და ეკონომიკურ მოძრაობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button