პოლიტიკა

რუსეთი მხარს უჭერს სომხეთს „ტრამპის გზის“ პროექტის შექმნაში  –  ოვერჩუკი

რუსეთი მხარს უჭერს სომხეთს აზერბაიჯანთან „ტრამპის გზის“ პროექტის შექმნაში.

ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ამ საკითხს შემდეგ კონტექსტში განვიხილავთ: სომხეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და თუ სომხეთი ფიქრობს, რომ მისთვის რაღაც კარგია, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სომხეთს“, – თქვა ოვერჩუკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button