პოლიტიკა

სომხეთის გზები მის იურისდიქციაში იქნება, აქედან გამომდინარე ყველა საკითხით – მინისტრი

ქვეყნის გზები სომხეთის იურისდიქციაში იქნება, აქედან გამომდინარე ყველა ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხით. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდატიანმა, 14 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან დასძინა, რომ ორმხრივი ურთიერთობის, სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები ნათლად არის გაცხადებული სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში.

„სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებით სომხეთი  ძალიან დიდ ნაბიჯს დგამს მშვიდობასთან, რაც დიდი ხნის ნანატრი, სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის“, – აღნიშნა ხუდატიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button