მთავარიპოლიტიკა

გიორგი თუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი:

News.ge წერს, რომ ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”.

შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი: TRIPP (the Trump Route for International Peace and Prosperity), ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, მოკლედ ტრამპის გზა/მარშრუტი.

თუ მაინცდამაინც გინდათ ამ სტილში თქმა, თქვით: სიუნიქის გზა/მარშრუტი. სომხეთის რეგიონს სახელს როგორ ან რატომ უცვლით? ან დერეფანს რატომ უწოდებთ გზას, როცა მთელი დავა იმაზე იყო რომ [ექსტრატერიტორიული] დერეფანი არ იქნება.

ეს პრინციპული საკითხია.

ნახეთ მეტი
Back to top button