ირანი ყურადღებით აკვირდება კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. ბაღაეი

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს და არც ერთი საკითხის მნიშვნელობას არც ვამარტივებთ და არც ვაკნინებთ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა. ამის შესახებ იტყობინება IRNA.
ბაღაეიმ წარმოადგინა ირანის პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„სამხრეთ კავკასიას ჩვენთვის და რეგიონის სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთისთვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს“, – თქვა მან.
ბაღაეიმ რეგიონგარეშე ძალების ჩარევას ირანისთვის „წითელი ხაზი“ უწოდა და განაცხადა, რომ თეირანი გარე ჩარევას და რეგიონგარეშე ძალების ყოფნას არცერთ შემთხვევაში სასარგებლოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, ირანი დარწმუნებულია, რომ ეს გეოპოლიტიკურ გართულებებს იწვევს.







