პოლიტიკა

ტრამპი გააფრთხილეს, რომ უკრაინის „გაყიდვის“ გამო ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში არ მიიღებს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა სოციალურ ქსელში მკაცრი პოსტი დაწერა, რომელშიც აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის ალასკაში გამართული სამიტის შედეგები შეაჯამა.

„როგორც ჩანს, ტრამპი კვლავ ყიდის უკრაინას და დიქტატორ პუტინს ეთაყვანება. ამისთვის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში არ გაიცემა“, – დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამიტი 15 აგვისტოს, ალიასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართა.

სამიტის შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მხარეები მალე შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მედია იუწყება, რომ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა უკრაინისგან მნიშვნელოვანი ტერიტორიული დათმობები მოითხოვა.

გუშინ, წყაროებზე დაყრდნობით, Axios-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მას სურს სამმხრივი სამიტის ჩატარება აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით უკვე 22 აგვისტოს.

ნახეთ მეტი
Back to top button