ეს რუსეთის ყველაზე დიდი მარცხია საუკუნის განმავლობაში, რაც რეგიონში დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავის Facebook გვერდზე კომენტარი გააკეთა აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების ვაშინგტონში ბოლო შეხვედრაზე და მას „(უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირზელენსკის) გამარჯვება“ უწოდა.
„უპრეცედენტო შეხვედრის მთავარი თემა იყო უკრაინისთვის ამერიკული და ევროპული სამხედრო თავდაცვის გარანტიების მიწოდება, რაზეც ტრამპი და ევროპელები შეთანხმდნენ, რაც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი დაცვის მიღებას ნიშნავს.
პუტინი დათანხმდა ზელენსკისთან შეხვედრას, მაგრამ მას ნამდვილად არ აქვს არჩევანი, რადგან ახლა რუსეთის ბიუჯეტს ისტორიაში ყველაზე დიდი დეფიციტი აქვს. რუსებს არა მხოლოდ ფრონტზე შეტევა არ შეუძლიათ, არამედ უკრაინა შეტევაზეც გადავიდა. პუტინი უბრალოდ ცდილობს, რომ ომის დასასრული მის დამარცხებას არ დაემსგავსოს.
„თუმცა, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი მარცხი ბოლო საუკუნეში, რაც გარდაუვლად გამოიწვევს დიდ ცვლილებებს ჩვენს რეგიონში“, – წერს სააკაშვილი.







