საერთაშორისო

ბელარუსი მიესალმება ირანის ჩართულობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბელარუსი მიესალმება ირანის ჩართულობას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Белта.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ირანის სრულფასოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აფართოებს სავაჭრო ურთიერთობების გეოგრაფიას და ქვეყნებს ახალ ბაზრებს უხსნის.

ბელარუსის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს მნიშვნელოვანი წვლილია ირანსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძვლის ჩამოყალიბებაში, რაც გააძლიერებს ყველა მონაწილის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

ნახეთ მეტი
Back to top button