ეკონომიკამთავარი

სომხეთის მშპ-ს ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 5.9 პროცენტი შეადგინა  – ეკონომიკის მინისტრი

სომხეთში, 2025 წლის მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდის ტემპი პირველ კვარტალთან შედარებით დაჩქარდა და 5.9 პროცენტი შეადგინა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი  გევორგ პაპოიანი  წერს.

 „თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მშპ 5.1%-ით გაიზარდა, მაშინ მეორე კვარტალში ზრდა დაჩქარდა და 5.9%-ს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, როდესაც წლევანდელი ბიუჯეტი მიიღებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-ს ზრდის 5.1%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული“, – წერს პაპოიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button