საზოგადოება

ყალბი ამბავი სომხეთის წინააღმდეგ: France 24 უარყოფს ანა ჰაკობიანის მიერ 3.4 მილიონი დოლარის სავარაუდო მითვისების შესახებ ინფორმაციას

ფრანგულმა ტელეარხმა France 24-მა უარყო ყალბი გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ანა ჰაკობიანმა, სავარაუდოდ, 3 მილიონ 400 ათასი  დოლარი მიითვისა კიბოთი და სისხლის დაავადებებით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად შექმნილი ფონდიდან „ღიმილების ქალაქი“.

„Armenpress“-ის ცნობით, ფრანგულმა ტელეარხმა თემას იმ ფაქტის გათვალისწინებით შეეხო, რომ ახალი ამბების გამავრცელებელმა ვებსაიტმა გამოაქვეყნა სტატიები France 24-ის ჟურნალისტების სახელებით.

ტელეკომპანია ხაზს უსვამს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის შესახებ ყალბი სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 12 აგვისტოს შექმნილმა ვებსაიტმა Euleaks-მა თავის სტატიებში სულ   France 24-ის   6 ჟურნალისტის სახელი გამოიყენა, რომლებსაც,  ამ ვებსაიტთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ ანა ჰაკობიანის შესახებ ყალბი ამბავი გამოქვეყნდა France 24-ის ყოფილი ჟურნალისტის, ჯეიმს კრიდონის სახელით. France 24 ხაზს უსვამს, რომ Euleaks-ის ვებსაიტი არის ყალბი ამბების პლატფორმა, რომელიც საკმაოდ ცოტა ხნის წინ შეიქმნა.

ტელევიზიის ცნობით, ამ ვებსაიტის დომენის მონაცემები აჩვენებს, რომ ის 12 აგვისტოს გაიხსნა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის შესახებ ყალბი სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე.

აღნიშნულია, რომ ამ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ათობით საერთაშორისო სიახლე ინგლისურ ენაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.

ფრანგულმა ტელევიზიამ ასევე დაუკავშირდა Transparency International-ის სომხეთის ფილიალს, რომელმაც განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის შესახებ სტატიაში გამოთქმული ბრალდებების დასადასტურებლად.

Euleaks-ის ვებსაიტმა თავისი ბრალდებები ე.წ. კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ადვოკატ სერგეი ჰარუთიუნიანს მიაწერა, რომელმაც, თუმცა, მოგვიანებით განმარტა და განაცხადა, რომ მას არასდროს გაუკეთებია ისეთი განცხადებები, როგორსაც მას ვებსაიტი მიაწერს.

ფრანგული ტელეარხი ასკვნის, რომ ზემოხსენებული სტატია სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის კიდევ ერთი გამოვლინებაა და იხსენებს, რომ ცოტა ხნის წინ ყალბ ვებსაიტ Courrier France 24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი, სავარაუდოდ, ბირთვული ნარჩენების სომხეთში ტრანსპორტირებისთვის  ემზადებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button