მთავარიპოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს  თუ ენდობიან,  არანაირი დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნებოდა საჭირო- ფაშინიანი

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ სემინარზე გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს შეეხო და ხაზი გაუსვა ურთიერთნდობის საკითხს და დიპლომატიის როლს მის დაძლევაში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის საჯარო დისკურსში ხშირად ჩნდება კითხვა „როგორ შეგვიძლია ვენდოთ აზერბაიჯანს?“. ფაშინიანის თქმით, სწორედ აქ დევს მთავარი პრობლემა. „პრობლემა ნდობის ეტაპობრივად ჩამოყალიბებაშია. მეტსაც ვიტყოდი: სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს  თუ ენდობიან, უბრალოდ  არანაირი დოკუმენტის ხელმოწერა არ იქნებოდა საჭირო.  დიპლომატია უნდობლობის გარემოში ნდობისთვის რაიმე პატარა საყრდენი წერტილის ან თეორიული შესაძლებლობის შექმნაა“, – თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button