საერთაშორისო

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული მედიის ბრალდებებს პასუხობს

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სისტემურ საინფორმაციო შეტევად“ შეაფასა არაერთი ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ლიეტუვაში აქტივისტებს ამზადებს ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნების დროს არეულობის ორგანიზებისთვის.

BNS სააგენტოს ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია ყალბია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ასეთი კამპანიები პირდაპირ კავშირშია საქართველოს მთავრობის დემოკრატიული ღირებულებებიდან და ევროპული გზიდან გადახვევასთან, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button