
ვაშინგტონის შეთანხმებებში აღნიშნულია, რომ ამიერიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობაა. ამის შესახებ პეტროს ღაზარიანთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
მან აღნიშნა, რომ იგეგმება ამ დოკუმენტის შემდგომი ხელმოწერა და რატიფიცირება.
„მიწა, რომლის გავლითაც ინფრასტრუქტურა გაივლის ჩვენს სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთს ეკუთვნის“, – თქვა მირზოიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს სომხეთის სუვერენული ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა და არსებობს აზერბაიჯანის ტერიტორიები, რომლებიც სომხეთის კონტროლის ქვეშაა.
მირზოიანმა ასევე თქვა: „ვაშინგტონშიკონსტიტუცია არ განხილულა და ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, შევცვალოთ ჩვენი კონსტიტუცია რომელიმე მესამე მხარის წინაშე“. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს განაცხადა: „ოფიციალურად, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო: სომხეთის კონსტიტუცია კვლავ შეიცავს დებულებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
რამდენადაც ჩვენ გვესმის, ისინი ცვლილებას შეიტანენ. და როგორც კი ეს კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდება, როგორც კი აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები მოიხსნება, ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება“.







