პოლიტიკა
ფაშინიანი სექტემბრის ბოლოს რუსეთში ვიზიტს გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს რუსეთში ვიზიტს გეგმავს.
ამის შესახებ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ რუსეთში მელოდებიან. ვიცი, რომ რუსეთში მელოდებიან, ყოველთვის მოუთმენლად ველი რუსეთის ფედერაციაში სტუმრობის შემდეგ შესაძლებლობას. როგორც ხედავთ, ურთიერთვიზიტების საკმაოდ აქტიური პრაქტიკაა. უახლოეს მომავალში, დიახ, ასეთი ვიზიტი სექტემბრის ბოლოს იგეგმება. თუმცა, ამ ვიზიტამდე, მე მექნება შესაძლებლობა, პეკინში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დავუკავშირდე. ამ თვეში ტელეფონითაც ვისაუბრეთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.







