პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი „კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ

Interpressnews.ge წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნონ კონსტრუქციული მიდგომები ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად, – ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ფაშინიანმა და ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას ურთიერთნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად და რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button