ინდოეთმა დაბლოკა აზერბაიჯანის განაცხადი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) სრულუფლებიან წევრობაზე

ინდოეთმა დაბლოკა აზერბაიჯანის განაცხადი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) სრულუფლებიან წევრობაზე. ეს დაუდასტურეს Opindia-ს დიპლომატიურმა წყაროებმა. ნიუ დელიმ თავისი წინააღმდეგობის მიზეზად დაასახელა, რომ ბაქოს მჭიდრო სტრატეგიული კავშირები აქვს პაკისტანთან და თურქეთთან, რომლებიც არაერთხელ დაუპირისპირდნენ ინდოეთს ქაშმირის საკითხთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანს ამჟამად „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსი აქვს და მისი სრული წევრობის განაცხადი განიხილეს SCO-ს გუშინდელ შეხვედრაზე, სადაც ინდოეთმა წინააღმდეგობა გამოთქვა.
ჩინოვნიკების თქმით, ინდოეთს არ სურს აზერბაიჯანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) წევრობის დამტკიცება, რადგან პაკისტანი უკვე წევრია და ამან შეიძლება ორგანიზაცია ინდოეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართოს.
აზერბაიჯანის მხარდაჭერა პაკისტანის მიმართ მრავალმხრივ ფორუმებში, ასევე ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობამ ასევე ხელი შეუწყო ინდოეთის პოზიციის გამყარებას. კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობის წინაშე, ინდოეთის ვეტო ფაქტობრივად ბლოკავს ბაქოს მისწრაფებებს.







