ერევნის მე-8 საერთაშორისო წიგნის ფესტივალი 5-7 სექტემბერს გაიმართება

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 5-7 სექტემბერს ერევნის მე-8 საერთაშორისო წიგნის ფესტივალი გაიმართება სომხეთის ისტორიის მუზეუმსა და სომხეთის ეროვნულ გალერეაში (წიგნის ბაზრობა რესპუბლიკის მოედანზე, მუზეუმების წინ, თაღის ქვეშ გაიმართება).
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტყობინება.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს 50 ღონისძიებას: წიგნების პრეზენტაციებს, პოეზიის კითხვას, ლიტერატურულ შეხვედრებს, პროფესიულ დისკუსიებს, მასტერკლასებს და ლიტერატურულ დაჯილდოებებს. ერევნის საერთაშორისო წიგნის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მწერლები, კრიტიკოსები და გამომცემლები სომხეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, ლატვიიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან, ნიდერლანდებიდან, ირანიდან და აშშ-დან.
ფესტივალის დამფუძნებელი არის სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მთავარი სპონსორი არის ერევნის მუნიციპალიტეტი.







