სომხეთი გზების გახსნით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე აზერბაიჯანი და თურქეთი – ჰაიკ გევორგიანი

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომიკურ საკითხებზე კომენტატორი ჰაიკ გევორგიანი Factor TV-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშინგტონში 8 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებები და ბლოკადის დაგეგმილი მოხსნა სომხეთისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.
„ჩვენ არასდროს გვქონია ღია გზები, ამ პროცესით მხოლოდ სარგებელს მივიღებთ. სომხეთი გზების გახსნით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე აზერბაიჯანი და თურქეთი, მათ ხომ გზები ჩვენს დასასჯელად ჩაკეტეს. აშშ-ს ინტერესი სომხეთის მიმართ გეოპოლიტიკურია, შემდეგ ეკონომიკური. რეგიონის როლი იზრდება“, – თქვა ჰაიკ გევორგიანმა.
კომენტატორი ამტკიცებს, რომ რუსეთი და ირანი არასტაბილური ქვეყნებია და, პროგნოზების თანახმად, მათი პრობლემები უახლოეს წლებში არ დასრულდება.
„ჩვენი რეგიონის როლი იზრდება, ინტეგრაციის გზები აქ გადის. სწორედ ეს აინტერესებთ აშშ-ს და ევროკავშირს. აშშ-სა და სომხეთის ინტერესები ემთხვევა ბლოკადის მოხსნის საკითხში და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ ამ სიტუაციიდან. ბლოკადის მოხსნა სომხეთს შოკისმომგვრელ დადებით ცვლილებებს მოუტანს. ჩვენი მწარმოებლები უფრო მოკლე და იაფ საექსპორტო მარშრუტებს მიიღებენ. სომხეთმა სარგებლის მისაღებად აზროვნება უნდა შეცვალოს და დიდი ეკონომიკური ზრდა იქნება. ჩვენ არასდროს გვიცხოვრია მშვიდობისა და ბლოკადის მოხსნის პირობებში, არ ვიცით რა არის ეს, ჩვენი შიშები აქედან მოდის“.







