სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის გაგრძელებისთვის წელს 13.5 მილიარდი სრ დრამი (დაახლოებით 33 მლნ. 750 ათასი აშშ დოლარი) გამოიყოფა

მთავრობამ 4 სექტემბერს, სხდომაზე გადაწყვიტა, რომ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციის გაგრძელებისთვის 2025 წელს 13.5 მილიარდი დრამი (დაახლოებით 33 მლნ. 750 ათასი აშშ დოლარი) გამოყოს.
აღნიშნულია, რომ 2020 წელს სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დსს ,,სომხეთის ატომური ელექტროსადგურს“ 2020-2025 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 63.2 მილიარდი დრამის (დაახლოებით 158 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი გამოეყოფა, აქედან 18.7 მილიარდი დრამი (დაახლოებით 46,7 მლნ აშშ დოლარი) 2020 წელს, 25 მილიარდი დრამი (დაახლოებით 62,7 მლნ აშშ დოლარი) 2021 წელს, 7 მილიარდი დრამი (დაახლოებით 17,5 მლნ აშშ დოლარი) 2024 წელს და 12.5 მილიარდი დრამი (დაახლოებით 31,35 მლნ აშშ დოლარი) 2025 წელს.
„ზოგადი პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტის სესხის 63.2 მილიარდი დრამის(დაახლოებით 158 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით, ხელი მოეწერა 49.665 მილიარდი დრამის (დაახლოებით 135,4 მლნ აშშ დოლარი) სასესხო ხელშეკრულებებს, ნაშთი კი 13.535 მილიარდ დრამს (დაახლოებით 33 მლნ. 750 ათასი აშშ დოლარი) შეადგენს.“ გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია.
ეს ბალანსი წარმოიშვა 2024 წელს, როდესაც სრ ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებას მაღალი ენერგომომარაგების კომპანიასთან ატომური ელექტროსადგურისთვის დაგეგმილი 7 მილიარდი დრამიდან (დაახლოებით 17,5 მლნ აშშ დოლარი) 1.035 მილიარდი დრამის (დაახლოებით 2,58 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით, რის შედეგადაც 2024 წელს ატომური ელექტროსადგურისთვის 5.9 მილიარდი (დაახლოებით 1,48 მლნ აშშ დოლარი) დრამი იქნა გამოყოფილი.
ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის ხელმოწერილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების განხორციელებას, შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერას და შესაბამისი სამუშაოების შესრულებას დადგენილ ვადაში, ასევე სესხის სახსრების გამოყენებას გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში.







