მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უცხოურ ვიზიტზე გაემგზავრა და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი უცხოურ ვიზიტზე 30 აგვისტოს აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გავლით გაემგზავრა და 6 სექტემბრის ღამეს სომხეთში დაბრუნდა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა. „წელს, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შემდეგ, სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავისთვის საჰაერო გადასასვლელი სთხოვეს და დადებითი პასუხი მიიღეს.

ჩვენ ამ ფაქტს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, სამშვიდობო დღის წესრიგის ხელშეწყობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯად მივიჩნევთ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის თვითმფრინავები დიდი ხანია უზრუნველყოფენ კომუნიკაციას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გავლით“, – წერს ბაღდასარიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button