პოლიტიკა

სინგაპურში გაიმართა სოხმეთისა და საქართველოს გენერალური პროკურორების შეხვედრა

სომხეთის გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი შეხვდა საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს.  ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და სომხეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები – გენერალური პროკურორის მოადგილე ეგაზარ ავაგიანი და გენერალური პროკურორის მრჩეველი ნარინე გასპარიანი ესწრებოდნენ.

„მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პროკურატურებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი სამუშაო ვიზიტით სინგაპურის რესპუბლიკაში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAPP) 30-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში, რომლის დროსაც იგი ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

ნახეთ მეტი
Back to top button