პოლიტიკა

სომხეთი შეშფოთებულია დოჰაში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის გამო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთმა გამოთქვა შეშფოთება ისრაელის მიერ დოჰაში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის გამო და მოუწოდა მხარეებს თავშეკავებისკენ.

„არმენპრეს“-ის ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„სომხეთი ღრმად შეშფოთებულია დოჰაში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის გამო და მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი ესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button