მთავარიპოლიტიკა

ტოკაევი: სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ასტანაში მიიწვევენ

ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს. კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, ისინი ასტანაში იქნებიან მიწვეულნი.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კონტაქტები მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კავშირებისა და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

ტოკაევის თქმით, ცუდი მშვიდობა „კარგ ომს“ ჯობია. ამიტომ, ყაზახეთი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში მშვიდობის დეკლარაციის ხელმოწერას, ასევე ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტის შედეგებს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია შეხვედრები აზიისა და ევროპის რიგი ქვეყნების ლიდერებთან. წლის ბოლოს კი რუსეთსა და უზბეკეთში ვიზიტებია დაგეგმილი.

ნახეთ მეტი
Back to top button