სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიცირებას გონივრულ ვადაში ელის – სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში

11 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრის დროს, ეუთო-ში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრანიკ ჰოვჰანსიანმა წარმოადგინა სომხეთის განმარტებითი განცხადება ეუთო-ს მინისკის პროცესის დახურვის შესახებ .
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა განცხადების ტექსტის წარდგენისას.
წარდგენის ტექსტში აღნიშნული იყო, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანთან ერთად, წამოიწყო ამ გადაწყვეტილების მიღება სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვის საფუძველზე, რომელიც მიმართული იყო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სახელზე, ხელმოწერილი 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში.
იმავე დღეს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარაფირება მოახდინეს „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმების შეთანხმებული ტექსტის.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლებმაც ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნული იყო „გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად ნათელი მომავლისკენ გზის დადგენის აუცილებლობა, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული წარსულის კონფლიქტებით“.
დოკუმენტში დადასტურდა, რომ „კონფლიქტის შემდეგ, რომელმაც გამოიწვია ენით აუწერელი ადამიანური ტანჯვა, შეიქმნა პირობები კეთილმეზობლური ურთიერთობების საბოლოოდ დასაწყებად, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიის მითვისების მიზნით ძალის გამოყენების დაუშვებლობის პრინციპებზე“.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს „რეალობა, რომელიც არ არის და არასდროს არ უნდა იყოს გადახედვის საგანი, გზას უხსნის ჩვენს ორ ხალხს შორის მტრობის გვერდის დახურვას“.
ამ რეალობის კონტექსტში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივად მოუწოდეს ეუთოს მინსკის პროცესის სტრუქტურების დახურვისკენ, რადგან ეს უკანასკნელნი „აღარ არიან აქტუალური იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია, რომელიც მათი შექმნის საფუძველს წარმოადგენდა, რადიკალურად შეიცვალა“.
მინისტრებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი „ერთობლივი ვალდებულება გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის მიმართ, გააგრძელონ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ორმხრივ დონეზე“. ამ ისტორიული მომენტის კონტექსტში, სომხეთის რესპუბლიკა მოელის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას და რატიფიცირებას გონივრულ ვადაში“, – ნათქვამია ეუთოში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.







