საერთაშორისო

რუსეთში ქართული მოცვის ექსპორტის წილი იზრდება – სად რამდენს ვყიდით

საქართველოდან მოცვის ადგილობრივი ექსპორტი 59%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 42.301 მლნ დოლარის ღირებულების (6 319 ტონა) მოცვი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის მოცულობამ 26.595 მლნ დოლარი შეადგინა (4 558 ტონა).

აღსანიშნავია, რომ ქართული მოცვის ექსპორტის დიდი წილი ისევ ერთ ქვეყანაზე – რუსეთზე მოდის, თანაც გაზრდილი წილით. მაგალითად, თუ 2024 წლის იანვარ-ივლისში მოცვის 86% რუსეთში გავიდა, წელს იგივე პერიოდში ამ მაჩვენებელმა 94% შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ქართული მოცვი გავიდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, გერმანიაში, პოლონეთში, სომხეთში, ჯამში 9 ქვეყანაში.

ნახეთ მეტი
Back to top button