საზოგადოება

ფრენის მოყვარულები ერთ ადგილას შეიკრიბებიან: გაიმართება ფესტივალი „Armenia AirFest“

ამა წლის  20 სექტემბერს  ფესტივალი „Armenia AirFest“ გაიმართება მეექვსედ, ამჯერად  ეღვარდში.  ეს ავიაციის, სათავგადასავლო ტურიზმისა და კულტურის ღონისძიება სომხეთში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ღონისძიებად იქცა, რომელიც უამრავ სტუმარს იზიდავს როგორც სომხეთიდან, ასევე საზღვარგარეთიდან. „Armenpress“-ის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის ზოგადი ავიაციის ფონდის დირექტორმა, ღონისძიების ორგანიზატორმა, არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ საკმაოდ მდიდარი პროგრამაა მოსალოდნელი.

„წლევანდელი ფესტივალი უფრო ნათელი იქნება. ის 12:00 საათზე დაიწყება, იქნება უნიკალური ავიაშოუ თვითმფრინავების, პარაპლანიტების, ბუშტების და ვერტმფრენების მონაწილეობით. გვყავს საერთაშორისო მონაწილე-პარტნიორები, რომლებიც ჩამოვლენ აშშ-დან, რუსეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან. ასევე დაგეგმილია მოქალაქეების მონაწილეობა ფრენებში.

 „შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც წინასწარ, ასევე ადგილზე.  ყველას, ვისაც ფრენაზე უოცნებია, შეუძლია მოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს, რადგან ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ავიაციის უფრო ახლოს გასაცნობად“,  – განაცხადა არმენ სარგსიანმა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილს უზრუნველყოფენ  ჯგუფი  Lav Eli  და  DJ Sianna.

ნახეთ მეტი
Back to top button