მთავარიპოლიტიკა

შეიძლება დღეს მოღალატეები გვიწოდონ, მაგრამ ჩვენი ქმედებების შედეგად, 50, 100, 150 წელიწადში სომხეთი სახელმწიფდ ჩამოყალიბდება  –  ფაშინიანი

დღეს ბევრს არ ესმის, თუ რატომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ბევრი  აშკარად არ მიესალმება,  სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში. არ ესალმებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო:  ჩვენი ამოცანა არ არის, რომ  დღეს  ჩვენ ვუზრუნველყოთ მშვიდობა, შემდეგ წავიდეთ  და 10 წლის შემდეგ  კვლავ  აფეთქება მოხდეს, ჩვენ კი ფეხი ფეხზე გადადებილი,  პირში სიგარა გაჩრილები ვუყუროთ ყოველივე ამას და ვთქვათ:  ნახეთ, ნახეთ, ჩვენ  ხომ ვამბობდითო.  ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება და მდგრადობა“.

„ჩვენი ამოცანაა დღეს მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ლეგიტიმური, აღიარებული საზღვრების უსაფრთხოებას, არა მხოლოდ დღეს, არამედ საუკუნის განმავლობაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის და ნებისმიერი მთავრობისთვის შეუფერებელია კვირების, თვეების, წლების, თუნდაც ათწლეულების ჭრილში ფიქრი“, – თქვა მან. ამ კონტექსტში, ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ  სახელმწიფოს მდგრადობა მათ სტრატეგიულ კურსად აქვთ აღებული.  

„დაე, დღეს მოღალატეები გვიწოდონ, მაგრამ ჩვენი ქმედებების შედეგად, 50 წელიწადში, 100 წელიწადში, 150 წელიწადში, სომხეთის რესპუბლიკა სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს “, – თქვა მან და დასძინა, რომ ეს, პირველ რიგში, ლეგიტიმურობის სტრატეგიის წყალობით მოხდება.

ნახეთ მეტი
Back to top button