მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების საკითხში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაში შუამავლობისთვის.

Armenpress-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დაწერა X-ის თავის მიკრობლოგში, ტრამპის მიერ Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტზე რეაგირებისას.

„კიდევ ერთხელ  ვუხდი მადლობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აზერბაიჯანთან ამ ისტორიული შეთანხმების საკითხში მედიაციისთვის, რაც მანამდე არავის არ გამოუვიდა. ვადასტურებ ჩემს ერთგულებას, რომ ვიმუშაო სამშვიდობო პროცესის შემდგომ ინსტიტუციონალიზაციაზე და „ტრამპის გზის“ განხორციელებაზე“, – დაწერა ფაშინიანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვის მიხედვით,  დიდი პატივია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში წვლილის შეტანა და ამავდროულად ორ დიდ ლიდერთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან მეგობრობა.

„ეს ხანგრძლივი მეგობრობა იქნება ჩემთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ნახეთ მეტი
Back to top button