საერთაშორისო

საქართველომ სრულად დაფარა რუსეთის წინაშე არსებული ვალი

თბილისმა სრულად დაფარა მოსკოვის წინაშე არსებული საგარეო ვალი.ამის შესახებ იტყობინება „რია ნოვოსტი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

თებერვალში რუსეთის წინაშე არსებული ვალი 7,87 მილიონი დოლარიდან 3,997 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ვალის სვეტში თებერვლიდან აგვისტომდე შენარჩუნდა.

ბიზნეს სააგენტო BMG-ის ცნობით, ეს ვალი დაგროვდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში და რესტრუქტურიზაცია განხორციელდა 2004 წლის ივლისში, თბილისის კრედიტორებსა და პარიზის კლუბს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად.

ამ თანხების ოდენობამ შეადგინა 160 მილიონი დოლარი, რომელიც საქართველომ 1999 წლამდე ისესხა. ეს იყო პროცენტები, რომლებიც დარიცხული იყო 1999 წლიდან 2004 წლის მაისამდე არსებულ ვალებზე და ვალი, რომელიც უნდა დაფარულიყო 2004 წლიდან 2006 წლამდე.

მთლიანმა თანხამ 225 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის გარდა, თბილისმა ასევე სრულად დაფარა სომხეთის, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის მიმართ არსებული გრძელვადიანი ვალი.

ფინანსთა სამინისტრომ დასძინა, რომ აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 10 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. ქვეყანას ყველაზე მეტი, 850 მილიონ დოლარზე მეტი, საფრანგეთის ვალი აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button