კულტურა
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თავის ქართველ კოლეგასთან შესაძლო ერთობლივი პროგრამები განიხილა

18 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არაქსია სვაჯიანი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია.
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო იუწყება, რომ ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს ბაია კვიციანს.
„მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სომხეთისა და საქართველოს ზოგადი განათლების სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა და შესაძლო ერთობლივ პროგრამებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.







