ტიგრან ავინიანი თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მერ კახა კალაძეს შეხვდა

ერევნის მერი ტიგრან ავინიანი თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას, მერ კახა კალაძეს შეხვდა.
ამის შესახებ ავინიანმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ორ ხალხს შორის საუკუნოვანი მეგობრობა და მეზობლობა დღეს ორ დედაქალაქს შორის ეფექტურ თანამშრომლობაშიც გადაიზარდა.
„ერევანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისთან ურთიერთობების განვითარებას. შეხვედრის დროს განვიხილეთ ის მიმართულებები, რომლებიც შეიძლება ურთიერთსასარგებლო და ეფექტური პარტნიორობის საფუძველი გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქების განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული მოვლენაა ის, რომ დღეს სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის რუსთაველის სახელმწიფო თეატრში კონცერტს გამართავს ახალგაზრდული ორკესტრი „ერევანი“, – წერს ერევნის მერი.







