მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ავინიანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

Georgia Online-ის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავინიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, კიდევ უფრო განავითაროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

ნახეთ მეტი
Back to top button