პოლიტიკა

სოხუმში აცხადებენ, რომ სირიის პორტებთან პირდაპირ დაკავშირების საკითხზე მუშაობენ

Netgazeti.ge წერს, რომ “აფხაზეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, ორგანიზდეს პირდაპირი საზღვაო კავშირი სირიის პორტებთან. მხარეები მუშაობენ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ურთიერთობების საკითხებზე”,-  ამის შესახებ რუსულ სააგენტო „ТАСС“-ს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიქვაბიამ განუცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ხელმოწერილი რიგი შეთანხმებები [სირიის არაბულ რესპუბლიკასთან] როგორც მთავრობის, ისე უწყებების დონეზე. კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების საკითხებზეც. მომავალში, რა თქმა უნდა, ავიაკავშირის საკითხსაც დავაყენებთ, რადგან დამასკოში ფუნქციონირებს აეროპორტი. ვფიქრობ, ჩვენი და სირიულ პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო კავშირის შესაძლებლობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნებოდა“, – განაცხადა სოხუმის წარმომადგენელმა.

სირიამ 2018 წლის მაისში აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ნახეთ მეტი
Back to top button