ეკონომიკა

სომხეთის მთავრობა 2026 წელს 5.4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 11 ტრილიონი 933 მილიარდი დრამის (დაახლოებით 31 402 631 573 აშშ დოლარი) ოდენობით არის პროგნოზირებული.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სრ ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა 25 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც წარადგინა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.

მინისტრის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი 11 ტრილიონი 933 მილიარდი დრამის (დაახლოებით 31 402 631 573 აშშ დოლარი) ოდენობით არის პროგნოზირებული.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.4 პროცენტია, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3 პროცენტი“, – აღნიშნა ჰოვანესიანმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 3 ტრილიონი 91 მილიარდი (დაახლოებით 7 727 500 000 აშშ დოლარი) დრამის ოდენობით არის პროგნოზირებული, საიდანაც საგადასახადო შემოსავლები 2 ტრილიონი 972 მილიარდი დრამია (დაახლოებით 7 430 000 000 აშშ დოლარი) .

„გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესების, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლისა და საგადასახადო პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად, გადასახადებისა და მშპ-ს თანაფარდობა 0.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდება“, – დაასკვნა ჰოვანესიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button