
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26-27 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
ნიუ-იორკში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სესიის მაღალი დონის დისკუსიებზე სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ასევე შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს.







