
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაეროში სიტყვით გამოვიდა გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის წინა დღეს, ნახევრად ცარიელ დარბაზში. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა განიმატ ზაიდოვმა. „ილჰამ ალიევი სიტყვით გამოვიდა გაეროს ცარიელ დარბაზში. ის ასევე ატყუებს საზოგადოებას, რომ ნიუ-იორკში მნიშვნელოვან სახელმწიფო ღონისძიებაზე იმყოფებოდა. სინამდვილეში, მან ნივთები ჩაალაგა და ნიუ-იორკში სასეირნოდ წავიდა. შემდეგ ის გაეროში წავიდა და ბაქოდან 5 ადამიანი წაიყვანა, რათა ცარიელ დარბაზში ეთქვათ, თუ როგორ შეამცირა უმუშევრობა აზერბაიჯანში 5 პროცენტამდე“, – დაწერა ჟურნალისტმა თავის Facebook გვერდზე და მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პირველ ლედის და ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევას „ცარიელი დარბაზის ფოტოების ხალხისთვის გაზიარებისთვის“. „სწორედ მისი წყალობით გავიგეთ ისიც, რომ ილჰამ ალიევს, რომელსაც, როგორც ამბობენ, იდეალური საგარეო პოლიტიკა აქვს, გაეროში ბოიკოტი გამოუცხადეს დასავლეთმაც და აღმოსავლეთმაც, და ამავდროულად სამხრეთმაც და ჩრდილოეთმაც. ალიევი გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის ღონისძიებებში ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობს. მას თან ახლავს მეუღლე მეჰრიბან ალიევა, ქალიშვილები არზუ და ლეილა ალიევები, ასევე ლეილას ორი ვაჟი.







