
სომხეთსა და ირანს შორის შეთანხმებაა მიღწეული ჩაბაჰარის პორტის სომხეთში და შემდეგ შავ ზღვაში ოპერირების, ასევე სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე სატრანსპორტო მარშრუტის ოპერირების შესახებ. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთში ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ.
მისი თქმით, ამჟამად ჩქაროსნული გზატკეცილი შენდება. ბარზავან-ნორდუზის, ხოლო სომხეთის მხრიდან აგარაკიდან ქაჯარანამდე 32 კილომეტრიანი გზის მშენებლობას ირანული კომპანია ახორციელებს.
„ეს სამუშაოები გრაფიკზე ადრე დასრულდება. ამის შემდეგ, 7,5 კილომეტრიანი ქაჯარანის გვირაბი გამოვა, რომლის ტენდერის შედეგები მალე გამოცხადდება და გვირაბის მშენებლობაც დადგენილ ვადაში განხორციელდება“, – აღნიშნა ელჩმა.
ქაჯარანის გვირაბის შემდეგ, 63 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. მომავალში, სომხეთის მთავრობა გეგმავს ამ პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვას.
მეჰდი სობჰანის თქმით, გზის მშენებლობა სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზის მშენებლობის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში დიდი რევოლუცია მოხდება. ნაკადები გაიზრდება და ეს შესაძლებლობას მისცემს ირანიდან შავ ზღვასთან, ასევე ჩაბაჰარის პორტსა და სპარსეთის ყურეს შორის კავშირის დამყარებას“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.







